დაცულ  ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 88%-ით გაიზარდა

11 აპრილი 2018, 00:00 2562 ნახვა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 88%-ით გაიზარდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა სულ 39%-ით გაიზარდა, მათ შორის 56% ქართველია, ხოლო 44% უცხოელი.

ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, ისრაელიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან იყო. ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა მაჭახელას, კინტრიშისა და ჯავახეთის ეროვნულ პარკებში. მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი მტირალასა და თბილისის ეროვნულ პარკებში, მარტვილის კანიონში და სათაფლიაში

ამავე კატეგორიაში