დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ქვეყანაში შენობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება

11 აპრილი 2018, 00:00 2853 ნახვა

დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება. მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში, საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ  მემორიალური დაფები განთავსდება, უმაღლეს სასწავლებლებში მოეწყობა ქართული კუთხეები. ვილნიუსში კი, საქართველოს სახელობის ქუჩა გაიხსნება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დღეს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებზე  ისაუბრა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება,  სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და  და ისტორიული ფოტოგამოფენა მოეწყობა. მათ შორის, ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში. დაიბეჭდება ასევე  საგაზეთო სტატიებიც.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაერო-ს სათაო ოფისშიც გაიმართება.​

‘’საქართველოს ისტორიის ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თბილისში 26 მაისამდე პერიოდში გაიმართება საჯარო ლექციებს, ისტორიული მასალების ფოტო გამოფენებს და ღია კარის დღეები დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე,’’ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში