თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი სრულად დახურა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროცესის დახურვის მოთხოვნა ბრალდების მხარემ რამდენიმე არგუმენტით ახსნა. მათ შორის იმით, რომ საქმე ეხება ტერორისტულ საქმიანობას და მის ხელშეწყობას.
პროკურორების მტკიცებით, საქმე პერსონალურ მონაცემებსაც შეიცავს. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გამოძიება ორ პირს ედავება, ხოლო ოთხს ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა ხელშეწყობას. მათგან ერთი მიმალვაშია. სპეცოპერაცია თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ჩატარდა.