მარკ ცუკერბერგი კონგრესში

11 აპრილი 2018, 00:00 2431 ნახვა

ფეისბუქის დამფუძნებელს  მარკ ცუკერბერგს აშშ-ის სენატში 5 საათი უსმენდნენ.  გამოსვლა დაკავშირებული  იყო სოციალურ ქსელში მონაცემთა გაჟონვის გამო აგორებულ სკანდალთან.

ანალიტიკურმა კომპანიამ “კემბრიჯ ანალიტიკმა” 87 მილიონი მომხმარებლის  პირადი მონაცემები მიითვისა. სწორედ ამ კომპანიასთან თანამშრომლობდა წინასაარჩევნო კამპანიისას ამერიკის უკვე არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ცუკერბერგი სენატის ერთდროულად ორი კომიტეტის წინაშე გამოვიდა. მან  განაცხადა, რომ  პრინციპულად მიუდგება ახალი რეგულაციების მიღების საკითხს, რომლის თანახმადაც სხვა კომპანიებს, მომხმარებლის ნებართვის გარეშე, პირად მონაცემებზე წვდომა არ ექნებათ.  

“სოციალური ქსელი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან მხოლოდ იმ  შემთხვევაში, თუ  იარსებებს ზარალის საფრთხე ან  ამას კანონმდებლობა მოითხოვს” - ამბობს მილიარდერი.

მანამდე კონგრესმა გამოაქვეყნა „ფეისბუქის“ დამფუძნებლის ჩვენების ტექსტი, რომელშიც ცუკერბერგი ბოდიშს იხდის და აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა.

ამავე კატეგორიაში