სიონის ქუჩის რეაბილიტაცია

12 აპრილი 2018, 00:00 2696 ნახვა

ქალაქთან შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სიონისა და შაშიკაშვილის ქუჩების, ასევე ფრიდონ ხალვაშის მე-8 ჩიხის კეთილმოწყობა.

სამუშაოები 1-ელ მარტს დაიწყო და 27 სექტემბრამდე წინსწრებით დასრულდება. პროექტის ფარგლებში ასფალტის  საფარს დააგებენ. უკვე მოეწყო სანიაღვრე არხი, გარე განათების ბოძები და სანიაღვრე ჭები.

სამუშაოების ღირებულება 384 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოები დღეს ბათუმის მერმა და ვიცე-მერმა დაათვალიერეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში