ბულვარში ოთხი წლის წინ დაგებულ ფილებს ცვლიან

12 აპრილი 2018, 00:00 4367 ნახვა

გრანიტებს, რომლებიც ბათუმის ბულვარში 4 წლის წინ დააგეს და რომელშიც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, წელს შეცვლიან. ამისთვის დამატებითი თანხა იხარჯება. ფაქტია ფილების ნაწილი უხარისხოდ იყო დაგებული, ან 2014 წლიდან დღემდე ვერ გაუძლო ქვეითების გადაადგილებას, წვიმას და თოვლს.

დაზიანებული ფილების ნაწილს ამაგრებენ, ასეთია, მაგალითად საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია. ვაჟა-ფშაველასა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების გასწვრივ კი ახლახან გამოცვლილ გრანიტს ბეტონის ფილებით ჩაანაცვლებენ.

დაზიანების კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ალეებს შორის და ზღვისპირთან ახლოს მანქანების გადაადგილებაც, თუმცა ავტომობილების ხშირ მოძრაობას ადმინისტრაციაში უარყოფენ, განსხვავებულია მოქალაქეების მოსაზრება, რომლებიც ბულვარში ხშირად სეირნობენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში