მესამე სექტორი ინვენტარის დაბრუნებას ითხოვს

13 აპრილი 2018, 00:00 2879 ნახვა

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თავიანთი ქონების დაბრუნებას თხოვს. მათი ინფორმაციით, ფინანსთა და  ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ერთ-ერთ შენობაში მათი ოფისები იყო განთავსებული, უწყებამ ობიექტი გაასხვისა, ორგანიზაციის წარმომადგენელები კი ამტკიცებენ, რომ საოფისე ინვენტარი შენობიდან დაუკითხავად და გაფრთხილების გარეშე გაიტანეს.

 სამინისტროში აცხადებენ, რომ ობიექტი ელექტრონული აუქციონით გასხვისდა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ტერიტორიაზე დროებით იმყოფებოდნენ. კომპანიაში, რომელმაც შენობა შეისყიდა ამბობენ, რომ ორგანიზაციის წარმომადგენელები რამდენჯერმე გააფრთხილეს დაეცალათ ობიექტი. კომპანიის იურისტი აცხადებს, რომ ინვენტარი ალტერნატიულ ფართშია  დასაწყობებული.

ამავე კატეგორიაში