ბრალდებულები სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩაერთვებიან

13 აპრილი 2018, 00:00 2582 ნახვა

უპრეცედენტო გადაწყვეტილება საერთო სასამართლო სისტემაში -ასე აფასებენ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებას, ბრალდებულების, თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის სასამართლო პროცესში დისტანციურად მონაწილეობაზე.

ბრალდებულები, საქართველოში არ იმყოფებიან და დაცვის მხარემ, მოსამართლეს ინტერნეტით-დისტანციურად ჩართვის  შუამდგომლობით მიმართა. ბრალდების მხარე წინააღმდეგი იყო, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის აზრი არ გაითვალისწინა და დაცვის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ხათუნა ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარაში არიან ბრალდებულები, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე.

სასამართლო განხილვა  2016 წელს გონიოს პლაჟზე მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალდებულების ინტერესების დამცველის განცხადებით საქმე ეხება გიორგი მიქაუტაძის მიერ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის ცემას.

სულხან კაპანაძის განმარტებით თავდაპირველად საქმე სწორედ ბავშვის ცემის ფაქტზე აღიძრა და ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნებიც არსებობს, თუმცა მოგვიანებით გადაკვალიფიცირდა და პირიქით, დაზარალებულად მიქაუტაძე ცნეს, რომელიც მაშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში