ქუჩები დაცვის ზონის მიღმა - რომელი რეგულაცია დაიცავს ქალაქის ნაწილს ქაოტური მშენებლობისგან?

13 აპრილი 2018, 00:00 2976 ნახვა

რა ბედი ელის იმ ტერიტორიას, რომელიც ბათუმის ისტორიული დაცვის ზონაში ვერ მოხვდა? ე.წ. წითელი საზღვრების მიღმა დარჩენილი ბათუმის ნაწილში მშენებლობასთან დაკავშირებით კვლავ ის წესები გავრცელდება, რომელთა მიხედვითაც ქალაქში არაერთი მაღლივი კორპუსი აშენდა.

ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს მრავალსართულიანი შენობების უპირობო აგებას, თუმცა არც უპირობო აკრძალვას. ამასთან, ცნობილია, რომ “გეოგრაფიკის” მიერ მომზადებული პირველადი დოკუმენტიდან რამდენიმე მონაკვეთია ამოღებული – ანუ ახლა დამცავი ზონა ძველი ბათუმიდან გორგილაძის ქუჩის გასწვრივ ლერმონტოვის ნაცვლად, მელიქიშვილის ქუჩაზე მთავრდება.

საუბარია დაახლოებით 4 კვარტალსა და გრიბოედოვის ქუჩის მონაკვეთზე. სწორედ გრიბოედოვის ქუჩაზე, ზღვისპირთან ახლოს მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ იქ ინვესტორები უკვე მივიდნენ, შეთანმხება წარმატებით არ დასრულებულა, თუმცა საუბარი იყო 25 სართულიანი სახლის მშენებლობაზე. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში