“მედეა- ფაშა'' “პრეზიდენტ პლაზას” ნაცვლად

14 აპრილი 2018, 00:00 5703 ნახვა

სასტუმრო „ფაშა მედეას“ სახელის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კომპანიასთან ერთად ვიმსჯელებთ“ – ეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაა. ზურაბ პატარაძის თქმით, სასტუმრო კერძო კომპანიას ეკუთვნის და მოლაპარაკებებიც სწორედ მასთან  გაიმართება. საკითხს გამოეხმაურა ქალაქის მერიც.  როგორც ბათუმის საკრებულოში ამბობენ, სასტუმროსთვის  სახელის დარქმევის საკითხი ადგილობრივ დონეზე კანონით არ რეგულირდება.

შეგახსენებთ, სასტუმრო ''პრეზიდენტ პლაზას'', რომელიც ევროპის მოედანზე მდებარეობს სახელი შეეცვალა. შენობის გარე ფასადზე ახალი აბრა - წარწერით ''”ფაშა მედეა'”' გუშინ გამოჩნდა. სასტუმროს სახელწოდებამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბარათაშვილის 17 ნომერში სასტუმრო შპს “პრეზიდენტ პლაზა ჰოტელ”,  2017 წლის 16 ოქტომბერს, 10 წლიანი იჯარით შპს ''ფაშა გლობალ ინვესტმენტმა'' აიღო.  სასტუმროს ფასადზე სარემონტო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში