ბათუმის მერი გარემოვაჭრეებს მიმართავს

14 აპრილი 2018, 00:00 5767 ნახვა

“ქალაქი უკვე დაიღალა, „ ქალაქს აღარ შეუძლია ამის ატანა“ ეს ბათუმის მერის ლაშა კომახიძის სიტყვებია, რომელიც გარემოვაჭრეებს მოუწოდებს კომპანია ''მეტროს'' ავტოსადგურის ტერიტორიაზე გააგრძელონ  საქმიანობა. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მთავრობას არ სურს მტკივნეული მეთოდები გამოიყენოს.

ქალაქის მთავრობა მოვაჭრეებს ტერიტორიას ახალ ავტოსადგურში სთავაზობს, რაზეც ისინი არ თანხმდებიან, ამბობენ, რომ იქ მომხმარებლები არ ეყოლებათ. ბათუმის მერი გარემოვაჭრეებს ჰპირდება, რომ ავტოსადგურის მიმდებარე მიმდებარედ ხალხის მოზიდვაში დაეხმარებიან.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში