ენმ : “პენსიონერების მომსახურების სერვისი უნდა გაუმჯობესდეს”

14 აპრილი 2018, 00:00 2129 ნახვა

პენსიონერების მომსახურების სერვისზე საუბრობენ ,, ერთიან ნაციონალურ  მოძრაობაში’’  გია აბულაძის განცხადებით , თამარის დასახლებაში პენსიონერებს უკეთესი მომსახურების სერვისი ჭირდებათ, მისი თქმით ლიბერთი ბანკის ფილიალის გაუქმების შემდეგ პენსიას ,, ლიბერთი ექსპრესის’’ ე.წ მიკროავტობუსების საშუალებით  იღებენ.

აბულაძემ პენსიონერებს პარტიის საპენსიო რეფორმაც გააცნო, რაც პენსიის გაზრდას 400 ლარამდე ითვალისწინებს.  რიგში დგომის გამო უკმაყოფილებას თავად პენსიონერებიც გამოთქვამენ. აღადგენენ თუ არა თამარის დასახლებაში ფილიალს, ამ კითხვაზე ბანკის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ   მმართველობა მუშაობს კომფორტული მომსახურების შექმნაზე და უახლოეს  მომავალში პენსიონერებს  გაუმჯობესებულ სერვიზსა და ფილიალს შესთავაზებენ. 

ამავე კატეგორიაში