ასწლოვანი ხის გადატანისას პეტრას ციხის გარე კედელი დააზიანეს

16 აპრილი 2018, 00:00 2514 ნახვა

ასწლოვანი ხის ტრანსპორტირების დროს, ციხე-ქალაქი პეტრას გარე კედელი, კონკრეტულად კი,  გზის მხრიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ლიმონარიუმი დაზიანდა.

ლიმონარიუმი VI საუკუნის ძეგლზე 1930 წლებშია მიშენებული. ფოტოებში ჩანს, რომ გზის მხრიდან, კედელი გრძივად დაზიანდა. ტრანსპორტირების დროს გამოყენებულმა რკინის კონსტრუქციებმა, კედელს ღრმა კვალი დაამჩნიეს. 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ​ სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი ამბობს, რომ დაზიანების შესახებ გუშინ ღამით გაიგო და კომპანია „ანაგს“ მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დაეწყოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაზიანების შეკეთება. 

 

ფოტოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მოგვაწოდა

ამავე კატეგორიაში