ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებაზე პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

16 აპრილი 2018, 00:00 2123 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, განცხადება შეეხება ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელშიც ბრალდებული სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა და შსს-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის შეწყალებით საპატიმროდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა.

მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

ამავე კატეგორიაში