ბრალდებულს ე.წ-მა უდოს კომისიამ გათავისუფლებაზე 6-ჯერ უთხრა უარი

16 აპრილი 2018, 00:00 2240 ნახვა

 ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ე.წ.უდოს კომისიამ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი 6-ჯერ უთხრა. განაცხადა სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა რუსთავი 2-ის ეთერში. მისივე თქმით, ე.წ.-მა უდოს კომისიამ ჩათვალა, რომ ბაქრაძე კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა.

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

ამავე კატეგორიაში