3 მილიონ 600 ათას ევრო სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაციისთვის

16 აპრილი 2018, 00:00 2127 ნახვა

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში  ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული  კოლექტორის  გავლით სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურში უნდა შევიდეს.

კოლექტორის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის შეღავათიანო სესხისა და გრანტის ფარგლებში ფინანსდება. მისი ღირებულება – 3 მილიონ 600 ათას ევროს შეადგენს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ბათუმის ვიცე-მერი გაეცნო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში