ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედ პერსონალის ნაწილი კლინიკის სავარაუდო გასხვისებას აპროტესტებს

16 აპრილი 2018, 00:00 2216 ნახვა

რესპუბლიკურ საავადმყოსთან ხულოს შშმპ კავშირთა და უსინათლოთა ხმის თავმჯდორეებმა რესპუბლიკური საავადმყოფოს შესაძლო გასხვისება გააპროტესტეს. მათ კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი  ბენო ჭელიძე შეურთდა. აცხადებენ, რომ საუკუნის შეთქმულება მზადდება  აჭარის  ჯანდაცვის მინისტრსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს შორის, რომლებსაც განზრახული აქვთ ახლად აშენებული სამედიცინო დაწესებულების გასხვისება.

აქციაზე მედიკოსთან ნაწილს ელოდებოდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი თანამშრომელი მივიდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მედიკოსებთან დღეს დილით  კლინიკის დირექტორის მივიდა, რომელმაც მათ აქციაზე გასვლა აუკრძალა. ისინი მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.  ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძებრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში