მოსახლეობა მაღალი  ძაბვის გადამცემი ანძების შეცვლას აპროტესტებს

16 აპრილი 2018, 00:00 3258 ნახვა

სოფელ განახლებაში მცხოვრები ოჯახები ელექტროენერგიის  ძველი ანძების ახლებით ჩანაცვლებას აპროტესტებენ. ადგილობრივები თქმით, ახალ ანძები უფრო მაღალი სიმძლავრის იქნება, რაც მათ  ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებს. მოსახლეობის  ინტერესებს ადვოკატი მალხაზ აბულაძე იცავს, მისი თქმით, აღნიშნული პროექტი არღვევს  მოსახლეობის ელექტრომაგნიტური  ველისგან დაცვის სანიტარულ ნორმებს რაც  საშიშია. აქციაზე იმყოფებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები.

ადგილზე ვითარებას გაეცნენ კომპანია ''ენერგო პროს ჯორჯიას'' წარმომადგენლები. მათთვის მოსახლეობის პრეტენზიები გაუგებარია.  დასავლეთ საქართველოს  რეგიონალური  ფილიალის  დირექტორის განმარტებით,  1937 წელს აშენებული ანძების  რეაბილიტაცია  კანონის სრული დაცვით და ნებართვების საფუძველზე მიმდინარეობს. კომპანისი წამრომადგნელების მტკიცებით არსებული ქსელი ვერ უზრუნველყოფს  იმ სიმძლავრის  დაკმაყოფილებას  რომელიც ბათუმს სჭირდება. ირწმუნებიან, რომ  გადამცემი ხაზის სიმძლავრე არ  შეიცვლება.

ამავე კატეგორიაში