სასაზღვრო პოლიციის საჩვენებელი საზღვაო სწავლება

16 აპრილი 2018, 00:00 2085 ნახვა

ნატოს დღეებთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციის საჩვენებელი საზღვაო სწავლება ჩატარდა. წვრთნის მიზანი იყო სააბორდაჟო ჯგუფების ურთიერთქმედების ეფექტურობის შეფასება, სწრაფად ცვალებად გარემოში დროული და სწორი რეაგირების მექანიზმის დანერგვა, პირადი შემადგენლობის უნარ-ჩვევების დახვეწა და მზადყოფნის შემოწმება.

სწავლებაში ჩართული იყო სასაზღვრო ავიაცია. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პულისი იმყოფებოდა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ამავე კატეგორიაში