მელიქიშვილის ქუჩაზე პატრულირების გაძლიერებას ითხოვენ

16 აპრილი 2018, 00:00 3420 ნახვა

ისევ ავარიები და ისევ პრობლემა – მძღოლების დაუდევრობა, არასათანადოდ მკაცრი ჯარიმები, თუ პატრულირებისგან უყურადღებოდ დარჩენილი მონაკვეთი – დღეს კიდევ ერთი ავატოავარია მოხდა მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთასთან.

აქ მოძრაობა მხოლოდ სიჩქარის შემზღუდველი და მთავარი ქუჩის აღმნიშვნელი ნიშნებით რეგულირდება. ადგილობრივები ყურადღებას ითხოვენ. ისევე, როგორც პუშკინისა და ხიმშიაშვილის ქუჩების ე.წ. შავ წერტილთან, არც აქ იგეგმება შუქნიშნის დამონტაჟება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში