შეხვედრა ძალადობის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო სექტორთან

17 აპრილი 2018, 00:00 2178 ნახვა

ძალადობის საქმეებზე შეწყალების მორატორიუმთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრაა დაგეგმილი. 16:00 საათზე ავლაბრის რეზიდენციაში შეწყალების  კომისიის წევრები და გიორგი მარგველაშვილის მრჩევლები ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

პრეზიდენტმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით შეწყალების კომისია ძალადობის დანაშაულის ჩამდენ პირებს აღარ შეიწყალებს და შესაბამის აქტებსაც აღარ განიხილავენ.  ზუსტი თარიღი როდის განაახლებს შეწყალების კომისია  ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას უცნობია. ამასთან  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გამოთქვა მზაობა, რომ შეწყალების საკითხის დახვეწის მიზნით, მზადაა პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიის ადმინისტრაციას შეხვდეს.

ამავე კატეგორიაში