დიასამიძეების ოჯახს გამოსახლება ემუქრება - ხმაურია ანგისის ქუჩაზე

17 აპრილი 2018, 00:00 2778 ნახვა

ხმაურია ამ წუთებში ანგისის ქუჩაზე. დიასამიძეების ოჯახს გამოსახლება ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია სააღსრულებლო პოლიცია. ოჯახის ერთი წევრი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება საჭირო.

პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ინვესტორთან. ანგისის ქუჩაზე მცხოვრებ დიასამიძეებისა და ბერიძეების ოჯახებს ინვესტორმა ხელშეკრულება გაუფორმა, რომ მათი  ფართის სანაცვლოდ ააშენებდა კორპუსს. ინვესტორმა ქონება იპოთეკით დატვირთა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იპოთეკარმა ქონება 115 ათას ლარად გაასხვისა. გამოსახლება 2 ოჯახს ემუქრება. 

ამავე კატეგორიაში