აირჩიეთ თქვენი ფავორიტი - აჭარის საიმიჯო კლიპის ორი ვერსია BBC-სა და euronews-ზე

17 აპრილი 2018, 00:00 2451 ნახვა

"აირჩიე შენი ფავორიტი ფერი" - ეს არის BBC-ის  ეთერში აჭარის შესახებ 30 წამიანი საიმიჯო რეკლამის სლოგანი. კლიპის ახალ ვერსიაზე ბიბისიმ თავად იმუშავა. რეკლამა არხზე ორი კვირის წინ ჩაეშვა. 

აჭარაზე საიმიჯო კლიპი გადის უკვე ევრონიუსზეც, აქ კლიპის უფრო ვრცელი ვერსიაა. 

euronews :

აირჩიეთ რომელია თქვენი ფავორიტი? რომელი ვერსია მოგწონთ თქვენ? 

ვიდეოები იხილეთ აქ: 

BBC :

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტელეკომპანიების ეთერებით, აჭარის ტურისტულ პროდუქტებს 195 ქვეყანაში ეცნობიან. წელს ტელეკომპანია „ევრონიუსი“-ს მაყურებელი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობებსზე მომზადებულ გადაცემებსა და ბლოგებზეც გაეცნობა. 

არხის ჟურნალისტები აჭარაში აპრილის დასაწყისში იყვნენ. ევრონიუსის ჟურნალისტები რეგიონს განმეორებით ზაფხულსა და უკვე შემოდგომაზე, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად ეწვევიან. პარალელურად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მოლაპარაკებებს აგრძელებს ტელეკომპანიებთან „დოიჩე ველე“ და ‘CNN”, სადაც იგეგმება რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლების გაშვება.

"ამას დაემატება სატელევიზიო რეკლამა უკვე სამიზნე ქვეყნების ადგილობრივ ტელევიზიებში, მაგალითად პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. გარდა ამისა, ვიწყებთ აქტიურ ინტერნეტ რეკლამასა და გარე რეკლამას 16 სამიზნე ქვეყანაში. ჩვენი სარეკლამო აქტივობები არის კომპლექსური და მისი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი. ჩვენი 2018 წლის სარეკლამო აქტივობები 16 სამიზნე ქვეყნებში ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა, სადაც გამოჩნდა, რომ სატელევიზიო და ონლაინ რეკლამა სამიზნე ქვეყნებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს,“ - ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

ამავე კატეგორიაში