14 ქართული ღვინო ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე

17 აპრილი 2018, 00:00 2017 ნახვა

იაპონიის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია „საქართველო - ღვინის აკვანი“ გაიმართა.  ღონისძიებას იაპონელი ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს იაპონიაში 2015 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, იაპონიაში ექსპორტირებულია 53 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 230%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამავე კატეგორიაში