რესპუბლიკური საავადმყოფო არ გასხვისდება

17 აპრილი 2018, 00:00 2939 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო არ გასხვისდება, არც სამედიცინო დაწესებულების რომელიმე კომპანიისთვის მართვაში გადაცემა იგეგმება. განმარტებები ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებმა, გუშინ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთეს.

მედიკოსთა ნაწილი ეჭვობს, რო სამედიცინო ცენტრის გასხვისება იგეგმება სწორედ ამ მოტივით ჭიანურდება მშენებლობის დასრულება  და ინვენტარის შეტანა.  

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საავადმყოფო ექსპლუატაციაში 2019 წლისთვის შევა. მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება, შემდეგ კი ობიექტი  ინვენტარით  აღიჭურვება. 

ამავე კატეგორიაში