ლაშა ასლანიშვილი თანამდებობიდან გადადგა

17 აპრილი 2018, 00:00 2012 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ასლანიშვილი თანამდებობიდან გადადგა. განცხადებას ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გუშინ მოაწერა.

განათლების სამინისტროში, არ აკონკრეტებენ ვინ ჩაანაცვლებს ასლანიშვილს. თავად ლაშა ასლანიშვილს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს, ამიტომ უცნობია - რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. სააგენტოს თანამშრომლებისთვისაც უცნობია დეტალები. ისინი ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის მოლოდინში არიან.

ლაშა ასლანიშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას 2017 წლის 9 თებერვლიდან ასრულებდა. იგი როგორც სააგენტოს დირექტორი, ითავსებდა ე.წ. ზონალური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობასაც.

ამავე კატეგორიაში