საფრანგეთში 23 ქართველი დააკავეს - მათ შორის კანონიერი ქურდები

18 აპრილი 2018, 00:00 3217 ნახვა

საფრანგეთსა და საბერძნეთში ოთხი ქართველი ე.წ. ''კანონიერი ქურდი'' და კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს. სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში - ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“,  საფრანგეთის ქალაქ მონტობანში - ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“, საბერძნეთის ქალაქ ათენში - ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად „ნოდო გლდანსკი“ და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“ აიყვანეს.

ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს,  სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს.

საფრანგეთის ქალაქ რენში სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული ლევან გოჩიაშვილიც აიყვანეს, რომელსაც, ასევე, ე.წ. „ქურდული საერთო“ ებარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში ასევე დააკავეს: კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“, გოჩა ფოცხიშვილი, ბექა ახვლედიანი, ვახტანგ ახვლედიანი, ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, არსენ ხაჩატრიანი, ზურაბ აჯამოვი, კარენ არუთიუნიანი, მიხეილ ოჩიგავა, ალექსი სანაძე, ელმირა მუსტაფაიევა.

საბერძნეთის ტერიტორიაზე დაკავებულია საქართველოს 23 მოქალაქე. ერთი დაკავებულის ვინაობა ამ დროისათვის უცნობია.

ამავე კატეგორიაში