დაპირისპირება “ქართულ  ოცნებაში”

18 აპრილი 2018, 00:00 2704 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რამდენიემ წუთის წინ განაცხადა.  რაც შეეხება დღის წესრიგს, დაგეგმილია მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის, ვიმსჯელებთ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს” მანამდე კი პარალემნტში განცხადებები გაკეთდა პრეზიდენტთან დაკავშირებით.

''ევროპული საქართველო'' და ''ქართული ოცნები'' დეპუტატები კვლავ განაგრძობენ საქართველოს პრეზიდენტის მწვავე კრიტიკას.  ოპოზიცია და მმართველი გუნდის წევრები კი ერთ აზრზე რჩებიან, ამბობენ, რომ პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა, 25 წლის ქალის მკვლელის შეწყალების გამო და ახლა ის პასუხისმგებლობას გაურბის.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში