გონიოში ინდუსტრიული ბიზნეს ცენტრი შეიქმნება 

18 აპრილი 2018, 00:00 2378 ნახვა

გონიოში ინდუსტრიული საწარმოო ბიზნეს ცენტრი შეიქმნება.

ახალ პროექტზე დღეს ბათუმის მერმა ისაუბრა. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ცენტრი გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.  

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  თვითმმართველობას 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკვე გამოუყო.

ლაშა კომახიძის თქმით, პირველ ეტაპზე ადგილზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყობა. მოგვიანებით კი ობიექტები აშენდება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ პროცესებში ჩაერთონ, ბიზნეს წინადადებები წარადგინონ და  სხვადასხვა დანიშნულების საწარმოები შექმნან.

მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების  2018-2021 წლების გეგმა დღეს,  ბათუმის მერმა საზოგადოებას გააცნო. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში