“ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა”-პროექტის პრეზენტაცია

18 აპრილი 2018, 00:00 2204 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ზოგადად მთელი ხელისუფლება და საზოგადოება – ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველა მხარის ჩართვის აუცილებლობას გაესვა ხაზი ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამართულ შეხვედრაზე, სადაც ორგანიზაციამ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ დასახვეწია მექანიზმები და კანონმდებლობა. ამბობენ, რომ ამჟამად პოლიცია ეფექტიანად ვერ აკონტროლებს მაგალითად შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევებს. საგანგაშოა ფაქტი, რომ საქართველოში ბოლო 3 წელიწადში 40 ქალი მოკლეს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში