ვაჟა-ფშაველას 13 - მენაშენე და მოსახლეობა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

18 აპრილი 2018, 00:00 2237 ნახვა

ამ დრომდე გრძელდება სასამართლო დავა ვაჟა-ფშაველას 13-ში დანგრეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობასთან დაკავშირებით. კომპანიამ რომელმაც ძეგლი უკანონოდ დაანგრია, დაჯარიმებულია. შენობა კი არაა აღდგენილი.

ამხანაგობა ინვესტორისგან ბინებს ელოდება, ქუჩის მიმდებარედ მცხოვრებლებს არასასიამოვნო სუნი და ქალაქის ცენტრში ჭაობად ქცეული ობიექტი აწუხებთ, ძეგლების დამცველებს კი უკვე არარსებული ძეგლის ბედი.  ამბობენ, რომ პრეცედენტი უნდა დაიშვას და შენობა პირვანდელი სახით აშენდეს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში