''ქურდული სამყაროს'' წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი ნორმები გამკაცრდა

19 აპრილი 2018, 00:00 1743 ნახვა

პარლამენტმა 75 ხმით - ერთხმად “ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი ნორმების გამკაცრებას მხარი დაუჭირა. “ქურდული სამყაროს“ წევრობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე; “კანონიერი ქურდობა“ – თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-დან 15 წლამდე; “ქურდული შეკრების“ ორგანიზება ან მასში მონაწილეობა - თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე; ექვსი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

ამავე კატეგორიაში