რა გახდა  53 წლის  ქალის გარდაცვალების მიზეზი?  

21 აპრილი 2018, 00:00 4962 ნახვა

ბოლო 20 დღის განმავლობაში კლინიკა  ”მედცენტრში” პაციენტის დაღუპვის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილის  ახლობლები  მედიკოსებს ამჯერადაც არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებენ. 53 ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  პირღებინებით, ემერჯენსის განყოფილებაში, 19 აპრილს ღამით გადაიყვანა.

ოჯახის წევრები ინფორმაციით, გადასხმების შემდეგ   მისთვის ბრმა ნაწლავის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, თუმცა ის ოპერაციამდე გარდაიცვალა, დაღუპვის მიზეზად კი გულის გაჩერება დასახელდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პრეტენზიები აქვთ მკურნალი ექიმის მიმართ.   მათი მტკიცებით, ბეჟან ხოზრევანიძემ პაციენტს არასწორად უმკურნალა, რის გამოც  მის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავენ. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებზე  “მედცენტრში” არ საუბრობენ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  უფროსის თქმით, ექსპერტიზის დასკვნამდე საკითხზე სატელევზიო კომენტარი არ გაკეთდება. ექსპერტიზის დასკვნას ელოდება აჭარის ჯანდაცვის მინისტრიც, რომლის შედეგები 25 დღეში გახდება ცნობილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო , რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში