ბათუმში სავალუტო ჯიხური გაქურდეს

21 აპრილი 2018, 00:00 1839 ნახვა

ბათუმში სავალუტო ჯიხური გაქურდეს. თვითმხილველებმა სატელევიზიო კომენტარისგან თავს შეიკავეს პირად საუბრებში კი გვითხრეს, რომ  შემთხვევა დაახლოებით დღის 11 საათზე მოხდა. სავალუტო ჯიხური დაკეტილი იყო რა დროსაც ახალგაზრდა კაცმა ფანჯარას ხელი კრა და გარკვეული ოდენობის თანხა წაიღო. საპატრული პოლიციამ ახალგაზრდა ცხელ კვალზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ამ დროისათვის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში