უცხოელები ქართულ მიწას ვეღარ იყიდიან

21 აპრილი 2018, 00:00 2422 ნახვა

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში მიწის შეძენის რეგულაციები ცნობილია. „სასოფლო მიწის შესახებ ორგანული კანონის“ პროექტით, რომელიც პარლამენტში განიხილება, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში სასოფლო მიწას ვერ შეიძენს. გამონაკლისია გრძელვადიანი  იჯარა. ასევე დიდი  პროექტები. ისეთი, როგორიცაა მაგალითად ჰესი, ან პორტი, სადაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია იდება და კონსორციუმში უდიდესი წილი აქვს უცხოელ ინვესტორებს. ასეთ შემთხვევაში, მთავრობას ექნება მიწის მიყიდვაზე გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა.

თუ უცხოელებს მაინც სურთ საქართველოში სასოფლო მიწის შეძენა, მან უნდა დააფუძნოს  კომპანია, სადაც მისი, ან სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების  წილობრივი მონაწილეობა, არ იქნება 49%-ზე მეტი. გასული წლის 26 სექტემბერს მიღებული ახალი კონსტიტუციით, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი ხდება.

ამავე კატეგორიაში