21 კილომეტრიანი გარბენის დროს 25 წლის კაცი შეუძლოდ გახდა

21 აპრილი 2018, 00:00 3139 ნახვა

ბათუმის ღამის ნახევარმარათონის კიდევ ერთ მონაწილეს დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. 25 წლის მამაკაცი, 21 კლიომეტრიანი გარბენის მე-16 კლომეტრზე, სასტუმრო "​ლეოგრანდის" მიმდებარე ტერიტორიაზე, შეუძლოდ გახდა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადა სასტუმრო "ლეოგრანდის" მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე მივიდა და პაციენტი ჰოსპიტალში გადაიყვანა. 

25 წლის კაცს ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება, როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მას მზარდი ჰიპოთეზია აღენიშნება,გამოხატული იყო ამნეზია და კოორდინაციის მოშლა,  ცნობიერება ჰქონდა დაბინდული.

Great Batumi Night Race - ბათუმი მასშტაბური ღამის ნახევარმარათონი ამ წუთებშიც მიმდინარეობს, მასში 800 -მდე მოქალაქე მონაწილეობს. 32 ქვეყნიდან ჩამოსულმა მარათონის მონაწილეებმა 21 კილომეტრი უნდა გაირბინონ. .

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში