შსს: გარდაცვლილს თავის არეში ჭრილობა დაცემის შედეგად აქვს მიღებული

22 აპრილი 2018, 00:00 2272 ნახვა
00:00
00:00

ცეცხლსასროლი იარაღიდან თუ დაცემის შედეგად მიყენებული ჭრილობა? 55 წლამდე ასაკის ქალის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გარდაცვლილს თავის არეში ჭრილობა დაცემის შედეგად აქვს მიღებული.

შემთხვევა გუშინ საღამოს ბათუმის ცენტრალურ პარკში მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა, რომლის შემდეგაც იგი პროზექტურაში გადაიყვანეს. დაღუპულის ახლობლები პირად საუბრებში ყვებიან, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. საქმეზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში