ველოტური „საქართველო მშვიდობისათვის“ 26 მაისს დასრულდება

22 აპრილი 2018, 00:00 2355 ნახვა

ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტურის „საქართველო მშვიდობისათვის“ ხელმძღვანელი  ნოდარ ბერიძე აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. ველომოგზაურმა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო ტურებზე ისაუბრა.

მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა  სტარტი 2016 წლის 22 იანვარს თბილისში აიღო და დღემდე ევროპისა და აზიის მრავალი ქვეყანა, სულ 37 000 კილომეტრი გაიარა და გასავლელი 2500 კილომეტრი დარჩა საქართველოს მასშტაბით, რომელსაც 26 მაისს თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავზე საზეიმოდ დაასრულებს. აჭარის განათლების  კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  ნოდარ ბერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამავე კატეგორიაში