''შეიყვარე, გასცდი საზღვრებს და არასოდეს დაბრუნდე - დედამიწა, როგორც სიყვარულის საწყისი'' - დედამიწის დღე

23 აპრილი 2018, 00:00 2823 ნახვა

გუშინ,22 აპრილს  მსოფლიომ დედამიწის დღე აღნიშნა. ბევრ ქვეყანაში, ეს დღე ძალიან მნიშვნელოვან თარიღადაა მიჩნეული.

''შეიყვარე, გასცდი საზღვრებს და არასოდეს დაბრუნდე - დედამიწა, როგორც სიყვარულის საწყისი“ ამ თემაზე სპეციალური ვიდეო რგოლი მომზადდა,  რომლის პრეზენტაციაც სან-ფრანცისკოში გაიმართა.  

 დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღესდღეობით  მსოფლიო მასშტაბითაა კოორდინირებული და ყოველწლიურად 193 ქვეყანაში აღინიშნება.

2016 წელს „პარიზის შეთანხმებას“ ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის და 120 ქვეყნის წარმომადგენელბმა მოეწერეს ხელი.

შეთანხმება საშუალებას იძლევა, თანამედროვე ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენებით დიდმა და პატარა, განვითარებულმა და განვითარებადმა ქვეყნებმა, ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას, ენერგოუსაფრთხოებას  და მსოფლიოს მდგრად განვითარებას.

2017 წლის 7 ივნისიდან  საქართველო ''პარიზის შეთანხმებას'' ოფიციალურად შეუერთდა .

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში