წერეთლის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

24 აპრილი 2018, 00:00 5984 ნახვა

წერეთლის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამ წუთებში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები რჩებიან. ისინი მცირე კერებს აქრობენ.  

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსებიც იმყოფებიან. 

ბათუმის ვიცე-მერის განცხადებით ზარალის ოდენობა უცნობია, რადგან ამ ეტაპზე შენობაში შესვლა შეუძლებელია. თენგიზ პეტრიძის ​თქმით, დაზარალებულებს ალტერნატიულ ფართებში დღესვე გადაიყვანენ, თუმცა რამდენ ოჯახზეა საუბარი, ვიცე-მერი ვერ  აკონკრეტებს. 

სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, 112 შეტყობინება 18 საათსა და 40 წუთზე შევიდა. სამ წუთში კი ბრიგადების ადგილზე იმყოფებოდნენ. ხანძარს 60 მეხანძრე-მაშველი აქრობდა.  

დამწვარია ორი სახლი, ერთი სახლის სახურავი კი დაზიანებულია. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ახლოსმდებარე სახლებს მალევე მოედო. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში