რატომ ვერ დამტკიცდა ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ სახელმწიფოს სტრატეგია

24 აპრილი 2018, 00:00 3002 ნახვა

ალკოჰოლიზმით გამოწვეული დაავადებები და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში – 21-ე საუკუნის ერთ-ერთ გამოწვევასთან გამკლავებას მსოფლიო ერთიანი პოლიტიკით ცდილობს. ალკოჰოლის საზიანო მოხმარების ეროვნული სტრატეგია, ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემუშავებული აქვს საქართველოსაც, თუმცა დოკუმენტი ამ დრომდე არ დაუმტკიცებია მთავრობას. სტრატეგიული გეგმის მიზნებს შორისაა ცნობიერების ამაღლება, ალკოჰოლური სასმელების მარკეტინგული მიმართულების კონტროლი, ფასების ზრდა და კოორდინირებული მუშაობა.

ერთ-ერთი მთავარი კი ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის საწინააღმდეგო კანონებისა და შესაბამისი ზომების მიღებაა. ცნობისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიოში ალკოჰოლით გამოწვეული დაავადებებისა და ავარიების შედეგად სამ მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. საფრთხეების ფონზე ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანისთვის ბათუმში სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველოს კარიტასი.” 

ამავე კატეგორიაში