ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგების ბაღების გაშენება დაიწყო

25 აპრილი 2018, 00:00 2541 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგების სამრეწველო ბაღების გაშენება დაიწყო. ქვეპროგრამის მიზანია მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების გაშენება, ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, დაბალმოსავლიანი ბაღების პერსპექტიული და ექსპორტზე ორიენტირებული ალტერნატიული კულტურებით ჩანაცვლება.

ქვეპროგრამის ფარგლებში კაკლის ბაღები 20 ჰექტარზე გაშენდება. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 159 ათას 200 ლარია. პროექტის მიმდინარეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ხულოს  მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში გაეცნო.

ამავე კატეგორიაში