ტყის მდგრადი მართვა - შეხვედრა ბათუმში

25 აპრილი 2018, 00:00 2199 ნახვა

ბათუმში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის რეგიონალური კონფერენცია მიმდინარეობს. მუშავდება პროექტი „მდგრადი მეტყევეობა _მდგარდი ადგილობრივი  განვითარებისთვის“, რომელიც აჭარაში დაცული ტერიტორიების მიღმა დარჩენილი ტყეების მართვას ეხება. კონფერენციას აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

კონფერენციას სომხეთის, აზერბაიჯანის, გერმანიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბუნების დაცვის საზოგადოების, აჭარის მთავრობისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე აჭარის ტყეების მნიშვნელობაზე, მისი მართვისა და განვითარების მიზნებზე ისაუბრეს.

ამავე კატეგორიაში