29 სტუდენტი ერთჯერად  სტიპენდიას მიიღებს

26 აპრილი 2018, 00:00 2223 ნახვა

ხელვაჩაურის მერიის სტუდენტთა მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს, 29 სტუდენტი ერთჯერად სტიპენდიას მიიღებს. პროგრამაში მონაწილეები შესაბამისმა კომისიამ კრუიტერიუმების მიხედვით შეარჩია. მათ 500 ლარი ჩაერიცხებათ.

მთავარი მოთხოვნები მაღალი აკადემიური მოსწრება ხელვაჩაურის ტერიტორიაზე რეგისტრაცია და საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა იყო. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან წელს  40 ათასი  ლარი გამოიყო. ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, სამომავლოდ მაგისტრატურის სტუდენტების დაფინანსებაც მოხდეს.

ამავე კატეგორიაში