როგორია სახელმწიფო პოლიტიკა თავშესაფრის მაძიებელთათვის?

26 აპრილი 2018, 00:00 2032 ნახვა

 როგორია სახელმწიფო პოლიტიკა თავშესაფრის მაძიებელთათვის,  საერთშორისო დაცვის მქონე  პირთა ინტეგრაცია საქართველოში, სტატისტიკა, პროგრამები და გამოწვევები  – ამ  საკითხებზე ბათუმში ლტოლვილთა შესახებ საინფორმაციო შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის მიზანი ინტეგრაციის პროცესში საზოგადოებისა დ დაინტერესებული მხარეების ჩართულობაა.  

შეხვედრა  არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველის”,   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გაეროს  ლტოლვილთა  უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით  საქართველოში  სულ 1500 ლტოლვილია რეგისტრირებული. ისინი ძირითადად ერაყიდან და სირიიდან ჩამოვიდნენ. ბოლო მონაცემებით აჭარის რეგიონში 103 თავშესაფრის მაძიებელი პირი ცხოვრობს  აქედან 92 ბათუმში რეგისტრირებული. 

ამავე კატეგორიაში