თამბაქოს მოწევის კონტროლი მკაცრდება

26 აპრილი 2018, 00:00 3248 ნახვა

ოთხ დღეში სიგარეტის მოწევა შენობებში აიკრძალება. მწეველებს ამის საშუალება მხოლოდ საკუთარ სახლებში, ტაქსში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ქუჩასა და ზღვაში გასეირნებისას მოგეცემათ. ინიციატივა საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს დაამტკიცა.

წესების დამრღვევი დაწესებულება პირველ ეტაპზე 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარით დაჯარიმდება.  2020 წლიდან კი სიგარეტის მოწევა სტადიონზეც აიკრძალება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში