ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუდაპეშტის ტურნირზე რიგით მეორე გამარჯვება მოიპოვა
26 აპრილი 2018,
00:00
1651 ნახვა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ბუდაპეშტის ტურნირზე რიგით მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა კანადელი სპორტსმენი 2 სეტში 6:2; 6:4 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე, იტალიელ ჩოგბურთელს პაოლო ლორენცის დაუპირისპირდება.