ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერმა თანამდებობა დატოვა - ვაკანსია უკვე გამოცხადდა

27 აპრილი 2018, 00:00 2819 ნახვა

იუსტიციის სახლში მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსიაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მმართველმა თანამდებობა დატოვა. თამარ სამსონია სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.

ის მაუწყებლის სატელეფონო ზარებს მეორე დღეა არ პასუხობს.

მაუწყებელს სურდა გადაემოწმებინა გავრცელებული ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, მისი თანამდებობიდან წასვლა უწყებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს უკავშირდებოდეს. 

იუსტიციის სახლის წარმომადგენლებმა გუშინ გვითხრეს, რომ თამარ სამსონია შვებულებაშია, თუმცა HR.GOV.GE-ზე გამოქვეყნებულია იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსია, რომელსაც ვადა 6 დღეში ეწურება.  

ამავე კატეგორიაში