შეთავაზება ბაქოს ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის

27 აპრილი 2018, 00:00 2215 ნახვა

ბაქოს ქუჩაზე სამი დღის წინ ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი დროებით სასტუმროში იმყოფება, ნაწილი კი ნათესავებთან. მათ დროებით საცხოვრებელს მერია რამდენიმე დღეში უქირავებს, მანამდე კი არსებულ ხარჯებსაც უწყება დაფარავს.

ხანძრის შედეგად 8 ოჯახი დაზარალდა 3 სახლი დაიწვა, ორი კი დაზიანდა. დაზარალებულებმა მერიისგან ალტერნატიული შეთავაზებები მიიღეს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. შეთავაზებებს შორისაა ტერიტორიის ინვერსტორებზე გასხვისება, ან მერიის საბინაო ფონდში ბიენბის მიღება.

დაზარალებულების ინფორმაციით ამ ტერიტორიით ინვესტორები ადრეც იყვნენ დაინტერესებულნი. დაზარალებულები ამბობენ, რომ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უნდა შეხვდნენ. ზურაბ პატარაძე მათთან ხანძრის მეორე დღესაც იმყოფებოდა. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში