მრჩეველთა საბჭოს ანგარიში განათლების კომისიის სხდომაზე

27 აპრილი 2018, 00:00 2095 ნახვა

 აჭარის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2017 წლის მუშაობის ანგარიშს ისმენენ. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო  მათი ერთწლიანი სამიქნობის შესახებ ინფორმაცია ამჯერად განათლების კომისიის წევრებს აცნობენ.

გასული წლის შემაჯამებელ ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ საკითხად კვლავ მოხვდა აჭარის ტელევიზიის შენობისა და ბიუჯეტის 15 პროცენტიანი დაფინანსების გაზრიდის საკითხი. ინფორმაცია მრჩეველთა საბჭოს საქმინობის შესახებ უკვე მოისმინეს 4 კომისიი წევრებმა, საბოლოოდ კი 2017 წლის მუშაობის ანგარიში რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გავა, რომელზეც დეპუტატებმა დოკუმენტი ცნობად უნდა მიიღო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები მათ მიერ არჩეული საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ერთწლიან ანგარიშს უკვე მეოთხედ ისმენენ.   
 

ამავე კატეგორიაში